როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტავს, უწყებაში კადრების ოპტიმიზაცია იგეგმება და არა შემცირება. მინისტრის თქმით, ეს ორი სიტყვა სხვადასხვაა და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

,,ოპტიმიზაცია და შემცირება სხვადასხვა სიტყვაა, ოპტიმიზაცია იგეგმება. სადაც გასაძლიერებელი და დასამატებელი გვაქვს, იქ დავამატებთ, სადაც დასაკლები გვაქვს, დავაკლებთ, ჯამში ანაზღაურების ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ითშემცირდება, როგორც იცით, ნებისმიერი მთავრობის მოვალეობაა, მაქსიმალურად ეფექტური და მაქსიმალურად ხელმომჭირნედ ხარჯოს ხალხის ფული.

რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი, იქ ვიმატებთ და რომელ დეპარტამენტშიც ზედმეტი ხალხი გვყავს, იქ ვიკლებთ. ამას ვაპირებთ კონკრეტულად წელსაც, მომავალ წელსაც. ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი 10 წლის და 20 წლის შემდეგაც”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი