განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის სასადილოების გაძვირებას არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, ყველაზე კარგი იქნება, თუ ოჯახი შეძლებს და ბავშვს საკვებს სკოლაში თავად გაატანს.

“შეიძლება გაძვირდეს, ეს მართალია. უნდა მოვიფიქროთ როგორ უნდა იყოს ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში პროდუქტი. არავის აუკრძალავს სახლიდან წაღება საკვების. ჩვენ ჯანდაცვასთან ერთად აქტიურ კამპანიას გავაჩაღებთ. ყველაზე კარგი ვარიანტი არ არის ის ბუფეტის პროდუქტი და თუ ოჯახს შეუძლია – ვაშლი იქნება თუ სენდვიჩი იქნება – რაც ბავშვს უყვარს, ან მოწონს და საყვარელი დედის ან ბებიის გაკეთებულია, გაატანოს, მაგას არაფერი ჯობის. ამერიკაში, რომელსაც ჩვენზე 100-ჯერ მეტი ფული აქვს განათლებაში, არის კულტურა ამ “ლანჩ ბოქსის”, რომელიც უნდა ჩაიდოს ბავშვმა და წაიღოს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი