პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და მის თანმდევ კანონპროექტებს განიხილავენ, რომელიც მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრმა მირიან წიკლაურმა გამოთქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალება და მასზე ჯარიმა 500 ლარი იქნება. მარიხუანას მოწევაზე კი, შედარებით მსუბუქი სასჯელი იქნება, 300 ლარიანი ჯარიმა. „თამბაქო უფრო მავნებელ ნივთიერებად არის წარმოდგენილი, ვიდრე რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერება. თამბაქოზე თუ ჯარიმა 500 ლარია და მარიხუანაზე 300, ეს ნიშნავს, რომ მარიხუანა უფრო მსუბუქია“, – აღნიშნა მირიან წიკლაურმა.

საპასუხოდ კი, კანონპროექტის ინიციატორმა, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ მარიხუანას თამბაქოსთან შერევით გამოიყენებენ, შესაბამისად, დახურულ სივრცეში, მარიხუანას მოწევისთვის დაისჯები, როგორც თამბაქოს, ისე პლანის მოწევისთვის. ბარამიძემ აქვე დასძინა, რომ ჯარიმის შემცირება არ ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება უნდა გაიზარდოს.

„მარიხუანას ეწევიან თამბაქოში გარევით, ახალგაზრდა როცა ვიყავი, არ გამისინჯავს, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებოდი, ამას თამბაქოში ურევდნენ. ასე იყო და ვარაუდობ, ახლაც ასეა, 100%-იან მარიხუანას თუ ეწევა … ჯარიმას 500 ლარიდან 300 ლარამდე ვაკლებთ და ციხე აღარ ემუქრება, ეს არ ნიშნავს, რომ ადგეს და სპილოს დოზა მოწიოს.“ – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი