,,რაც ხდება ალეპოში ეს არის შიშის ზეიმი! შიშისა, რომელმაც სხვა დასხვა დროს არა მარტო ქვეყნები ან ქალაქები, ცივილიზაციები აღგავა მიწიდან. ეს არის შიში რომელიც როგორც ჩანს ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა და როგორც კი საკმარისი ნიადაგი ექნება მას შეუძლია ადამიანს ყველაფერი გააკეთებინოს. რასაც მე შიშად ვნათლავ ამ წუთას გნებავთ კომპექსი, გნებავთ ფსიქიკის თვისება დაუძახეთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ის, რაც ამ წუთას ანადგურებს იუნესკოს მიერ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებულ ათასწლოვან ქალაქს, მსოფლიოს ისტორიას და უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლეს, მძევალია საკუთარი თავისა, ეშინია სხვანაირი მსოფლიოს ხილვის, ეშინია დათმობის, ეშინია ცივილიზაციის, საკუთარი ჩრდილის ეშინია, ძალაუფლების და მისი დემონსტრირების გარეშე მოკვდება. რაც გინდათ ის უწოდეთ. ასადი, პუტინი, ეროვნულობით თუ რელიგიით გამყარებული დაპირისპირება ან სხვა… მაგრამ ფაქტი ერთია, რომ შიგნით მიმდინარე ხრწნის პროცესმა იქამდე მიაღწია ირგვლივ ყარს ყველაფერი და სწორედ ეს მყრალი სუნია რაც აიძულებს მსოფლიოს ადრე თუ გვიან ტრანსფორმაცია დაიწყოს…. და ბოლოს, მარკესის “პატრიარქის შემოდგომა” გამახსენდა, იმედი მაქვს ოდესმე მოვესწრებით ისეთ მსოფლიოს, სადაც დიქტატურა და ავტორიტარიზმი (როგორც ადამიანთა მიდრეკილება) თავად ჩაეჭიდება სიკვდილის ნავის დახეულ იალქანს….” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  მამუკა ბალიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი