საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: ამ ფაქტზე კალაძემ განმარტება უნდა გააკეთოს

,,ამ ფაქტზე ბატონმა კალაძემ განმარტება უნდა გააკეთოს! რას ნიშნავს ეს ფაქტი, რა ნიშნით შეარჩიეს დასახმარებლად მილიონერი, როდესაც რეალურად გაჭირვებულებს ხშირად 100 ლარზე ეუბნებიან უარს” -აცხადებს ჟურნალისტი, მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქალაქის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო. დოკუმენტებს ხელს კახა კალაძე აწერს. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდებოდა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ პირების სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ვინც მკურნალობისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს, თანხის მისაღებად აუცილებელი პირობა არ არის.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close