სოციალური მუშაკი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“სერიოზულად ვეძებ სხვა სამსახურს. გადავიღალე ამდენი გაჭირვებული ადამიანის ყოველდღე ნახვით. ალბათ ქვა და რკინა უნდა იყო ადამიანი, გული რომ არ შეგტკიოდეს. ამ ხუთიოდე დღის წინ ერთ ოჯახში უკიდურეს სიღატაკეს გადავაწყდი. მამიდა და ძმისშვილი ერთ პატარა ოთახში ბეტონის იატაკზე დაგდებულ საბანზე იწვნენ.

მოხუცი ქალბატონი მთლიანად გალურჯებული იყო. მისი ძმის შვილი კი ფსიქიურად დაავადებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. არც მაგიდა, არც საწოლი, არც სკამი. კითხვაზე თუ რითი იკვებებოდნენ, ქალბატონმა მიპასუხა, რომ სანაგვე ბუნკერებიდან მოჰქონდა გადყრილი პურის ნატეხები და თუ რამეს სხვას წააწყდებოდა იმით.
იმავე დღეს მივაკითხე ჩემს მეგობარს მამუკა მარიამიძეს დეპუტატ კობა კობალაძის ბიუროში. ის დაუკავშირდა ტერიტორიული დაქვემდებარებით დეპუტატ გულია გოცირიძეს და სულ რაღაც ორ დღეში, მამიდა თავშესაფარში, ხოლო ძმისშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ღმერთმა დალოცოს ეს ხალხი. მე მინდა აქედან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკას და ქალბატონ გულიას. რომ არა მათ მიერ გამოჩენილი თანადგომა, ამ ადამიანებს ზამთაში გაყინვა ელოდათ. დიდი მადლობა ჩემო მეგობარო მამუკა მარიამიძევ და დიდი მადლობა ქალბატონო გულია გოცირიძევ.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოციალური მუშაკი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი