იოსებ ჭუმბურიძე, ჟურნალისტი:

_ ფრანკფურტში ქართული სიტყვა ზეიმობსო! – სიხარულს ვერ მალავს გიზო თავაძე.
როგორ მინდა, ვეთანხმებოდე!
მაგრამ წავიკითხე იქაური ფესტივალის გახსნაზე აკა მორჩილაძის გამოსვლის ტექსტი და ყოველგვარი სიხარული გამიქრა.
არ ვიცი, რომელ ენაზე წარმოთქვა ეს სიტყვა და ვინ რა გაიგო, მე კი ქართულად წაკითხულიდან აზრის გამოტანა გამიჭირდა.
აი, როგორ საუბრობს ქართულ ანბანზე:
„ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ. ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.”
აქედან მხოლოდ იმის გაგება შევძელი, რომ ქართული ანბანი „რაღაც” ყოფილა(?!).
ასევე საუბრობს „შუშანიკის წამებაზე”:
„ჩვენ ვამბობთ 1500 წლისაა, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, რომ 2000 წლისაა.”
რაღაც ანბანი, ვიღაც მეცნიერები!
რა წარმოდგენა უნდა შეექმნათ ჩვენზე ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე უამრავი ქვეყნიდან ჩასულთ?!
გიზო თავაძე კი სიხარულს ვერ მალავს.
ძალიან კარგი კაცია გიზო თავაძე!..

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი