სოციალური პროექტი “ქალები საქართველოდან” 86 წლის მარუსა ხახიძის ამბავს ავრცელებს.

ტექსტი თუშურ დიალექტზეა დაწერილი, რადგან ერთი მხრივ მიგვაჩნია, რომ რესპონდენტის მონათხრობის ავთენტურობა უნდა გადმოვცეთ ამ პლატფორმის საშუალებით, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ და ვინარჩუნებდეთ დიალექტს, როგორც ქართული ენის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს.

“განამ თავად ვთხოვდებოდით ჩვენ”

“სისწორე უნდ გითხრათ… ობოლ ვიყავ, მამა მე არ მინახავად დედიზძმიან გვპატრონობდეს ჩვენ. ალბათ ის დაპატრონებაიც თურ შესწყინდად, 21 წლისა ვიყავ რო დიწყჳ (ავტ. დედის ძმამ) უნდ გასთხოვდევ. მათხოებდესად მე უარზე ვიყავი, ბიძაშვილმ (კაცმა) მტკეც (ავტ. მცემა), რად უარს ამბობავ. დედის ძმის ცოლმაც მჴარზე ხელ დამარტყ, რად არ სთხოვდებივ. მე ჴელ არ მივეც (ავტ. ხელის მიცემა, ანუ ხელის ჩამორთმევა თანხმობის ნიშანია), მაგრამ ბალკონზე რო გამოვედი, ვიღაცა გამომყჳ – „ჴელ ჩვენ მივეცითაოდ გაგათხოეთავ“. ეგ იყჳ ჩემ გათხოება.

კაი ჴელ მქონდ ძალიან. სუ ცხვათ ვშველოდ ფარდაგების მოქსოაში. ვიფიქრ, აქავ ღარიბ ვარივ ობოლ-ოჴერივ, გავთხოვდბიოდ იქავ ყველაფერს ჩემდ მოვქსოავ, მაგრამ უარეს ღარიბ ოჯახში მოვედი. ღარიბსამ მდიდარ შირთავდა?!

10 თვე რო შესრულდ ჩვენ ქორწილობისა, ჩემ ქმარს ფეჴ მოსტყდ. ემაგთა ვაითად ვაგლაჴით იცოცხლ 17 წელს. მემრ განგრენა დემართად ემაგრ მოკვდ. შვილებ ქალაიდ ბიჭა დამრჩ. იგრ ვიცხოვრეთ, რომ ჭამას ვჭამდით რაა. შვილებ სწავლულებ გამოიდეს. ორთავ უმაღლესებ დამთავრეს, მაგრამ მემრ ბიჭ მომიკვდად, ქალ კიდევ ცნობილ პედაგოგი. იმასაც 17 წელში მუკვდ ქმარ ჩემსავით, მაგრამ თავადა დამთავრები უამღლესებ სამთავ შვილს.”

სკოლა

“სკოლა იყჳ ოთხ კლასი. მარტო ეგ მაქვ დამთავრებული, მაგრამ რუსულ წერა-კითხვაიც წესიერად ვიცი, ანგარიშიც გარე მახსოვს. ძაან სასაცილო კია ეს რო გითხრ, მაგრამ 4 კლას დავამთავრედ სამჯერ ვარ დაჯილდოებული მასწავლებლისაჲ. ხუთოსან ვიყავ, მაშ! სწავლა კი მინდოდ, მაგრამ ვინამ გამაგრძელებიებდ… მშერაებ ვილეოდით, ჭამაიც არ გვქონდად, სამოსებიც არ გვეცვ. ჩემ დედამ ჴელის მოწერა ვერ იცოდად, ვერც ფულს ითვლიდ. აქთა უსწავლელ მოკვდ. მე კიდენ სწავლა მინდოდის. ის კი ვერ ვიცოდი სწავლა კაი იყო თუ მონაჲ. ვსაწვლობდ რო, ჩემ ამხანაგმ რად უნდ მაჯობოსავ. დედა, თავად რო ინჩი-ბინჩ ვერ იცოდ, მე მიჯავრდებოდ “ნუ ჰკითხულობავ მაგ წიგნსავ, წინდა მოქსოვევ ჩქარადავ, ეგ არ გინდავ“. მე კიდე, გვერდზე დავდვიდ წიგნი, საზდავას ავიღებდი (ავტ. ძაფის სართავი), თან ძაფს ვართავდიდ, თან ჩუმად წიგნში ვკითხულობდი. დედა ხანდხან გულად გავიდისად (ავტ. დედა ზოგჯერ რომ შემამჩნევდა) ფეჴ გამკრის “ჩქარა გაკეთევ, ემაგ ეშმაკებს ნუ ხედავავ”. ჰო, წიგნ იყვ ეშმაკებ დედისად. წიგნის კითხვა რო მინდოდის, დედას ვეტყოდ, მე წავალივ ძროხებს მე დუყრიოდ, სოფლის ბოლოში ბოსლებში მივდიოდ. დამალულ წიგნ მიმქონდ იქ საკითხავად, ერთ მაგრ ვიკითხიდ მალულად. ”

ცხოვრება მთაში

“მე 21 წლამდ ალვანში არ ვიყავ ნამყოფი, თუშეთ ვცხოვრობდით. რაგვერთა იყ ჳიქ ცხოვრებაიდ, მეთექვსმეტე წელში ვიყავ ჴარ-გუთან რო დავიჭირ ჴელში – ვაჴნევდეთა, ვღლეწავდეთა, ვმკიდეთა, ვთიბავდეთა. ტყე-ღრეში სიდ აღარ დავდიოდით. გან მარტო მე, ცხვებიც ჩემ სწორები – ბიჭი-გოგო, ბედენა არ იყჳ. თან თუშ კაცებ ცხვარში იყვნეს ზამთრისედ მით ჩვენ ვაჴნიდით. ქმრიან დიაცებთაც აჴნიან. ეგ იყო ჩვენ საქმეიდ, კიდე ქსელ, ჯალანი, წინდა, ფარდაგები.

გართობაჲ? მეტა იყჳ, აბაბაი! ყველამ გარმონ იცოდ, მზე რომ ჩაჴთებოდად სადმე გარმონის ჴმას გავიგებდით, ერთმანეთს გავსძახ-გამოვსძახიითად იქ წავიდნიით. იქ იყჳ ცეკვაიდ სიმღერაჲ. თუ რაგვერ სტუმარ მოიდოდ სხვა სოფლითაჲ, იმაშიც ვიტყოდეთ რო – მავანთავ სტუმარ მუიდაოდ, იქ დუკრათავ გარმონივ. ჩვენ სოფელ კი აქთა იყოდ… ახლ არაფერ გართობა აღარა.

ჩვენ წეს იმაშ იყჳ, რო გასათხოვარ ქალს 15-20 წყვილ კაცის წინდა და ცხვირსაჴოც უნდ ჰქონიყჳ დალაგებულ მზითვად. სუ წინდას ვქსოვდეთად ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ვიტყოდით, წავიდეთავ ვისადგინაოთავ (ავტ. თამაში – ქსოვაში შეჯიბრი), ეს იყჳ ქალების გასართობი.”

მშობიარობა

“ჩემ დროს ბოსლებში მშობიარობა აღარ იყჳ, მაგრამ თქვენ სახლივ ჯვრის ახლოსააოდ აქ არ შიძლებავ მშობიარობაივ. ქვეით ჩამიყვანეს სხვების პადვალში. მშობაირობის შედეგ თავადა დამტოვეს ახალ გაჩენილ ბალღსთან ერთად. მაჴსონს, თან უჩინა (ავტ. ბნელი) პადვალ იყოდ, ძაან მეშინოდ. ქალ გამიჩნდ პირველი. ამაზე, თავი მამას უთქვამავ ჩემ ქმრისად, ჩვენ სუ ბიჭებს ვეჩენდითაოდ, შენ რა ქლაჩუნა გამოხვედივ. ჩემ ქმარს უპასუხი, მე რასაც ვნატრობდივ, მამა, სწორედ ეგ გაჩინდავ.”

სიბერე მარტოობაში

“აი, ემაგრ გავატარ ჩემი ცხოვრება. ძან ცუდ ცხოვრებაში მოვჰყევ მე, ეს ჩემ ცხოვრება რა ცხოვრება იყჳ აბა. სუ შრომაში, სუ გუდა ზურგზე აკიდებული…

მოსაკვდავა ვარიდ არ ვკვდებ… აი დღეს მოვკვდევ, აი, ხვალ მოვკდეოდ, არას ვკდები. წინავ არად, ახლ მეტა მიმარჴს (ავტ. მიძნელდება) მარტოობა… მეტა მიმარჴს ახლ თანთანაი, მეტა სიკვდილ მინდ. სიცოცხლე აღარას მწადის, აღარ მწადის თავადაჲ. უბანში ჩემხელა აღარავინა. ახალგაზრდებთან რაგვერ შევიდ? არც იმათ სწადის ჩემთანად, ან მე რა ვილაპარაკო იმათთან. მეტა მიმარჴს ეს თავადა ცხოვრება.”

კომენტარები
Загрузка...