საზოგადოება

,,აირზენამ დაგვახვედრა ავტობუსი, რომლითაც ალბათ, ვარსქენ პიტიახში სარგებლობდა”

ანი დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი:

 _ დღეს დილას ჩამოვფრინდი სომხეთიდან საინტერესო შთაბეჭდილებებით. თუმცა დამხვდა კიდევ ერთი საბუთი, რატომ არის ყველანაირი მონოპოლია და დაუმსახურებელი პრივილეგია ბაზარზე არასწორი: აირზენამ დაგვახვედრა ავტობუსი, რომლითაც ალბათ ვარსქენ პიტიახში სარგებლობდა: არ იღებოდა ფანჯრები, სკამებს ჰქონდა აბლაბუდები და გაკემსილი გვერდები, აგლეჯილი დასაჯდომები, კი დავუხითეთ, მაგრამ კონდიციონერზე არც კი გვიოცნებია. ეკოლოგიურად სისუფთავეს აღარ ვიტყვი.
ჰოდა, მეგობრებო, თუ გინდათ ბაზარზე ლიდერობა, ასეთი სტანდარტებით შორს ვერ წახვალთ.

,

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close