,,C ჰეპატიტის უპრეცენდენტო პროგრამით, რომელსაც საქართველოში 2020 წლისთვის დაავადება უნდა აღმოეფხვრა, გამოძიება დაინტერესდა.  კერძოდ, როგორც „აქცენტისთვის“ გახდა ცნობილი, საქმე ეხება დაავადების სამკურნალოდ საქართველოსთვის გამოყოფილ, თუმცა გაუხარჯავ, ვადაგასულ, ძვირადღირებულ პრეპარატებსა და სავარაუდო კორუფციას.

როგორც ცნობილია 2015 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით, სულ ცოტა, 150 ათასი ადამიანი იყო ინფიცირებული. ამავე წლიდან ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის (ანუ აღმოფხვრის) სახელმწიფო პროგრამა. მის ფარგლებში კომპანია “Gilead Sciences” ძვირადღირებული პრეპარატებით უფასოდ გვამარაგებს. სამ წელიწადში მკურნალობა 40 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა; დარჩენილია დაახლოებით 110 ათასი ადამიანი თუმცა ქვეყანაში გაუხარჯავი პრეპარატი დიდი რაოდენობით დაგროვდა, აღნიშნულის მიზეზად კი ოფიციალურად პაციენტების ნაკლებობა სახელდეაბა.

როგორც „აქცენტს“ წყარო უყვება, ვადაგასული მედიკამენტების საკითხით შემოსავლების სამსახურთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დაინტერესდა.

„ჯანდაცვის სამინისტროში ვადაგასული წამლების აღსარიცხად შემოსავლების სამსახურთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც შევიდა. პარალელურად შემოწმება განხორციელდა ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაშია ჩართული“ – განუცხადა „აქცენტს“ წყარომ.

ფაქტზე რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, „აქცენტს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში  მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“ – განუცხადეს „აქცენტს“ სუს–ში.

საკითხის გარკვევას „აქცენტი“ ჯანდაცვის სამინისტროშიც შეეცადა.  როგორც ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის პროექტის კოორდინატორი ეკა ადამია ირწმუნებამას ჯანდაცვის სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.  მიზეზად შვებულება დაასახელა. რაც შეეხება ვადაგასულ წამლებს, ადამიამ „აქცენტს“ ვრცელი კომენტარი მისცა:

ეკა ადამია:   ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს გარკვეული გეგმა, გვყავს უცხოელ ექსპერტთა საბჭო და მათთან ხდება ანგარიშგება. კერძოდ, ხდება შესრულებული სამუშაოების ანგარიშგება და დგება დასახული მიზნის მიღწევისთვის საჭირო სამუშაოების გეგმა. იმის გათვალისწინებით, თუ რა გათვლაა გაკთებული წლისთვის,  ქეყანაში მედიკამენტები ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობით შემოდის.  ყოველთვიურ ანგარიშგება გვაქვს, როგორც შმეოსული, ისე გახარჯული მედკამენტების შესახებ. ეს სტანდარტული პროცედურაა. იცით, რომ 2020 წლისთვის უნდა მივაღწიოთ მიზანს და გვაქვს გარვეული კონკრეტული სამიზნე.

– გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგროვდა დიდი რაოდენობით გამოუყენებელი მედიკამენტი, რომელსაც ვადა გაუვიდა…

– ეს პაციენტების კლებამ განაპირობა: მოგეხსენებათ თავიდან დაგროვილი იყო პაციენტების დიდი რაოდენობა, რომელთაც იცოდნენ, რომ ჰქონდათ ეს დაავადება და სწრაფად ჩაერთნენ პროგრამაში. შემდეგ კი ნელ–ნელა იკლო რაოდენობამ. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ პროგრამაში ჩართვისკენ, სხვადასხვა მექანიზმებით ვამარტივებთ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობებს, თუმცა პაციენტების რაოდენობა მაინც არ არის ისეთი, რომ სასურველ მიზანს მოკლე დროში მივაღწიოთ. ამ კლებამ კი განაპირობა ის, რომ ვერ დაიხარჯა იმ რაოდენობით მედიკამენტი, რაც უნდა დახარჯულიყო.

– რის ხარჯზე იკლო პაციენტების რაოდენობამ? C ჰეპატიტი აღარ არის აქტუალური პრობლემა, მოქალაქეები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან  თუ არ ვიცით რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

– როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამის საწყის ეტაპზე პაციენტები იყვნენ დაგროვილი. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ დაავადებას ატარებდნენ, თუმცა არ ქონდათ შესაბამისი მედიკამენტები და პროგრამის დაწყებისთანავე ჩაერთვნენ მასში და განიკურნენ.  თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან ამ დაავადების მატარებლები და მათ არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, პროგრამაშიც არ ერთვებიან მიუხედავად იმისა, რომ  სკრინინგის გადასახადი ფაქტობრივად გავანულეთ.  ბევრი აქტივობა გვაქვს, რომ პაციენები მოვიზიდოთ.

– როგორ ფიქრობთ, ფინანსური მხარე არ არის ბარიერი?

– პროგრამაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული თანაგადახდა, ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. საწყის ეტაპზე გადასახადი მეტი იყო, ვიდაიდან მეტი იყო ჩასატარებელი კვლევა. პირველ ეტაპზე განიკურნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, შემდეგ წამოვიდა შედარებით მსუბუქი ფორმები, უფრო ნაკლები დიაგნოსტიკური კვლევებია გათვალისწინებული და ფასიც დავწიეთ, პაციენტის გადასახადის გარკვეული ნაწილი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.

ვიცით, რომ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ბარიერი არსებობს და ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.  კი ბატონო, სახელდება, რომ ფინანსური მხარეც ერთ–ერთი ბარიერია. უნდა აღინიშნოს, რომ 3 სექტემბრიდან პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 150 ლარი იქნება;  ვეტერანებს გადასახადის 70%–ს სახელმწიფო დაუფარავს. გარდა ამისა, მთავარი რასაც წელს ვაკეთებთ ისაა, რომ პროექტის დეცენტრალიზაცია მოხდება: ვაფართოებთ გეოგრაფიულ არეალს, ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმუმ ერთი დაწესებულება იარსებებს, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც დიაგნოსტიკა ისე მკურნალობა. გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებმაც სკრინიკგი ჩაიტარეს და შემდეგ არ გამოჩდნენ, ამიტომ ასეთი პაციენტების გამოსავლენად სხვადასხვა აქტივობები დავამატეთ: სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს უფლება მივეცით, რომ მოიძიონ და პროგრამაშ ჩართონ ასეთი პაციენტები. ბევრი აქტივობაა, რომელსაც ვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ ეფექტური იქნება” _  ახალი ამბების სააგენტო “აქცენტი” -ს გავრცელებულ ამ სკანდალურ ინფორმაციას ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე პოლემიკაც  მოჰყვა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, აკაკი ზოიძე წერს:

,,რა სკანდალი თუ ბომბა აღმოაჩინეთ ამ ინფორმაციაში, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები: ის, რომ ათი ათასობით ადამიანი არ იტარებს კვლევას, რომ დაუდგინდეს ც ჰეპატიტი, იმის გამო, რომ ა) არ აწუხებს ჯერ სიმპტომები და ამის გამო არ ადარდებს; ბ) ეშინია, რომ დაიჭერენ, თუ სისხლს ჩააბარებს, იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებულია სწორედ ამიტომ ვითხოვთ დეკრიმინალიზაციას (და არა ლეგალიზაციას). ასევე არის ათი ათასობით ადამიანი, რომელსაც დაუდგინდა ჰეპატიტი, მაგრამ არ მკურნალობს, რაც ჩემთვის პირადად გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო მინიმუმ 40 ათასი ევროს ღირებულების უახლეს წამალს უფასოდ გთავაზობს. ის რომ წამლების რაღაც ნაწილს ვადა გაუვიდა სწორედ ამ პრობლემების შედეგია, რაც არც ახალია და არც სენსაციური, ამ თემებზე საზოგადოებრივ კამპანიას სამინისტრო უკვე თვეებია ატარებს, თუმცა ჯერჯერობით შედეგები არ არის სასურველ დონეზე და აუცილებელია რომ მთელი საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამაში.

ზაზა სვანაძე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“ – განუცხადეს „აქცენტს“ სუს–ში. ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?

აკაკი ზოიძე: თუ დადგინდება დარღვევა, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება და შესაბამისი რეაგირებაც. გამოძიების დაწყება არ ნიშნავს დარღვევების დადგენა/აღმოჩენას.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი