საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ემიგრაციაში მყოფი ქართველი მსახიობების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ჟან- პოლ სარტრის “ცხრაკლიტული’’, საქართველოს მიღმა მცხოვრებმა ახალგაზრდა რეჟისორმა და მსახიობმა, ნიკოლოზ ტყავაძემ ქართულ ენაზე თანამემამულეებისთვის დადგა.

წარმოდგენა რეჟისორმა ბერძნულ თეატრ “ალფა“-ში გამართა. რვათვიანი შრომის შედეგი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში არსებულმა “ნიკო გომელაურის სახელობის მოყვარულთა დასმა“ ქართველ და უცხოელ მაყურებლს წარუდგინა. სპექტაკლში, ქართველი მსახიობების გარდა, ბერძენი ქორეოგრაფიც მონაწილეობდა.

“ნიკო გომელაურის სახელობის მოყვარულთა ემიგრანტული დასი“ ქართულ-ბერძნული კულტურის და განათლების ცენტრ “არმაზი“-ს ბაზაზე 2016 წელს დაფუძნდა და ქართველების იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება. დასი, რომელიც ახალგაზრდა მსახიობმა და რეჟისორმა ნიკოლოზ ტყავაძემ დააარსა, საბერძნეთში მყოფი ემიგრანტებისთვის არაერთ წარმოდგენას მართავს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი