მსოფლიო

ავღანეთში სკოლა დაბომბეს

ავღანეთში, ქუნდუზის სკოლა და მის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელი სახლი ავიადარტყმების ქვეშ მოყვა. შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Xinhuanet ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სახლის პირობებში მკურნალობენ.

როგორც ცნობილი ხდება, ავიადარტყმების დროს სკოლაში არავინ იყო, რადგან იერიში დილით ადრე განხორციელდა. სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს რამდენიმე ათეული შენობა დაზიანდა.

ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმა, არ არსებობს. თუმცა ადგილობრივი ხელისუფელბა ამაში კოალიციურ ძალებს ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ზალებმა იმავე დღეს ამ რეგიონში ტერორისტების პოზიციები დაბომბეს, რომლის შედეგადაც პენტაგონის ცნობით, ავღანეთში „ისლმაური სახლემწიფოს“ ლიდერი მოკლეს.

სკოლის დაბომბვის შესახებ ცნობას ჯერჯერობით არც ავღანეთის უსაფრთხოების სამსახური და არც ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა არ გამოხმაურებია.

ამ ეტაპზე ავღანეთში 8,5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და 4,5 ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მოძრაობა „თალიბანმა“ მსხვილ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close