„ამას უნდა მთელი ფსიქოლოგია, მთელი სოციოლოგია საარჩევნო კამპანიის შესახებ და უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა აუცილებელ ხერხს. არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდებს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებენ. ეს არის შეხვედრები, ეს არის ფლაერები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები იმისთვის, რომ გააგებინო ადამიანებს. ეს არ იყო ისე ინტენსიურად, როგორც არის საჭირო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება 20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? ამიტომ, მსგავს რაღაცეებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, გავაგებინებთ და ასევე ძალიან ნათლად ავუხსნით, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭიროს მხარი – ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი