სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ინგლისში მომხდარ ტერაქტს ,,ტერორისტულ რეიდს” უწოდებს. ის არ გამორიცხავს ტერაქტების განხორციელებას კავკასიის რეგიონშიც.

,,ლონდონის ტერაქტი არის იმის დადასტურება, რომ დიდი ფრონტია გახსნილი მსოფლიოში. ამაზე მე ადრეც ვსაუბრობდი. ამ ფრონტის უკან დგას ისლამური სახელმწიფო. ეს არის ,,ტერორისტული რეიდი”, ახალი ტერორიზმი, როდესაც იყენებენ ძველ და ახალ მეთოდებს.

ავტომანქანებით ზედ უვლიან ადამიანებს, დანით ჩეხავენ და ა.შ. ტერორისტების ერთ-ერთ დაჯგუფებას ჰქვია  ისიგმანი. ისინი ადამიანებს ასწავლიან ტერაქტების სხვადასხვა ფორმებს, ადამიანების განადგურების სხვადასხვა მეთოდებს და მერე, მათი საშუალებით აწყობენ  უდანაშაულო ადამიანების მასობრივ მკვლელობებს.

ლიბიაშიც ისიგმანმა მოახდინა ტერორისტული აქტი და ინგლისშიც. ისლამურმა სახელმწიფომ ტერაქტების არეალი გააფართოვა. კავკასიაში მოქმედებს ორი ქსელი: ერთი მიძინებული, მეორე – მოქმედი. არ გაუჭირდებათ, კავკასიის რეგიონშიც იქივე სახის ტერაქტები განახორციელონ” _ აცხადებს ვახტანგ მაისაია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი