ეს წუთია ჩვენ ტელეფონზე ზარი შემოვიდა , მამაკაცმა შობა-ახალი წელი მოგვილოცა და გაგვეცნო: ” ზვიად კიღურაძე ვარ 54 ნომერი ავტობუსის მძღოლი .ვაჟაზე ძაღლი ამოვიდა , აშკარად შეშინებულია , კანკალებს , ფეხებთან დაწვა და უკვე მეორე წრეა არ ჩასულა ავტობუსიდან .სურათს გამოგიგზავნით ვაიბერზე .”
ვაქვეყნებთ ამ ძაღლის სურათს, იქნებ ვინმეს გეცნობათ. ძაღლი ძალიან ჭკვიანია და მოვლილი.
თუ ძაღლს პატრონი არ ჰყავს , მაშინ იქნებ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი ამ ძაღლის სახით ერთგული მეგობარი იყოლიოს. ბატონი ზვიადი , ეს კარგი და კეთილი ადამიანი ჩვენი დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ძაღლის გაჩუქებას. ანალოგიური შემთხვევა ზაფხულშიც გვქონდა და მაშინ მოხერხდა იმ ძაღლის კარგ ქალბატონზე და კარგ ოჯახში გაჩუქება. იქნებ ახლაც შევძლოთ სიკეთის გაკეთება.
☎️ 599 51 68 86

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი