_ გიორგი სანაიას მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მეჭირა, თუმცა ოპერატიულ სამსახურებს არ ვკურირებდი. სულ მალე, საკადრო გადაადგილებების შემდეგ, მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ოპერატიული სამსახურის კურირება მე დამევალა და ამ დღიდან შეიძლება ითქვას, ყველაფრის საქმის კურსში გახლდით. მაშინაც კი, როდესაც სანაიას მკვლელობა გაიხსნა!
კატეგორიულად ვაცხადებ:
გიორგი სანაიას მკვლელობა არ იყო პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, თუმცა იგი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ე.წ ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მიერ!

შს ყოფილი მინისტრის მოადგილის ეს კომენტარი მოჰყვა ტელეკომპანია ,,იბერია”-ს გადაცემას – ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან”. გადაცემაში პოლიციის გენერალი, თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე

რამდენიმეწლიან დუმილს არღვევს და გიორგი სანაიას მკვლელობის სკანდალურ და დღემდე უცნობ დეტალებს ასაჯაროვებს – როგორ დაიგეგმა ჟურნალისტის მკვლელობა, რას სთავაზობდა ზურაბ ჟვანია, ვისი დავალებით მოქმედებდა კრიმინალური ბანდა და რატომ გაიტაცეს ებრაელი სასულიერო პირის ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი. 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი