ავთანდილ იმედაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი:

_ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს! ჩემს კოლეგებს! ჩემს მეგობრებს!
მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ, კლინიკისა და ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში არანაირ ფინანსურ დარღვევევას ან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
მინდა გითხრათ, რომ გავრცელებული განცხადებების ავტორებთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ვაპირებდი შვებულებიდან გამოსვლას და პროტესტის ნიშნად ვტოვებდი ჩემს თანამდებობას, მაგრამ განვითარებული მოვლენები ამის უფლებას აღარ მაძლევს. ორშაბათიდან ვუბრუნდები საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ვაპირებ ბრძოლას ჩემი სიმართლისა და კლინიკის განვითარებისთვის.
მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კლინიკის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს გულშემატკივარებს თქვენი მხარდაჭერისთვის და ბოლო დღეებში გამოხატული საოცარი თანადგომისთვის.
იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი კლინიკის განვითარებით, მისი რეაბილიტაციითა და აღორძინებით დამთვრდება.
პატივისცემით, კლინიკის გენერალური დირექტორი
ავთანდილ იმედაძე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი