ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე – მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და დაზიანდა. გავრცელებული ცნობით, ის ბორდიურს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი