ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში,”ბლექ სი არენაზე” მაისში დაგეგმილი კონცერტს საზოგადოება სოციალურ ქსელში მწვავე კომენტარებს უძღვნის.

ზვიად ტომარაძე: 2017 წლის 20 მაისს, “Aerosmith”-ის კონცერტის გამართვა “ბლექ სი არენაზე” საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება!!! 5 მილიონი ჯგუფის ჰონორარია და 500 000 ორგანიზების ხარჯი.

გიორგი სავანელი: წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – 180 წლის იუბილე, რომლის აღნიშვნასაც რამდენიმე პროექტით ვაპირებთ. ჯამურად 200 000 ლარია და ამაზე ჯერ ყური არავის გაუბერტყავს. აბა სად ილია და სად აეროსმიტი…

ზვიად ტომარაძე: ორი თვის წინ, რუსთაველის 850 წლის იუბილის აღნიშვნაზე ხომ შეიწუხეს თავი…

ირაკლი ცალუღელაშვილი: ამ დროს, ყველა გათვლით წელიწადში 3 000000 ხომ საჭიროა, რომ ქვეყანაში შიმშილი არ იყოს? მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო, ზუსტად ამათზეა ზედგამოჭრილი. ყველანაირი გრიალი მიდის ბიუჯეტის ხარჯზე: პრემია-დანამატები, მივლინებები და პლუს -კონცერტები, რომლებიც ასტრონომიული თანხები ჯდება. რაღას ვემდუროდით ნაცებს?

ლალი ჩოხელი: BLACK SEA ARENA ანუ(შავი ზღვის არენა) რომ ააშენა და აჩუქა სახელმწიფოს ვის შეეკითხა, ვის შეუთანხმდა? ჩემი აზრით, სახელმწიფო არის შემოსაზღვრული ტერიტორია თავისი მოსახლეობით. როდესაც აპირებენ 5 500 000 თანხის დახარჯვას ბიუჯეტიდან სახელმწიფოში, ამას ხალხთან ათანხმებენ, რადგან ბიუჯეტში ზუსტად ხალხის ფულია. საქართველოს არ განიხილავენ ეგენი სახელმწიფოდ და ხალხს – ადამიანებად. ძლიერნი ამა ქვეყნისანი საკუთარ  ხუშტურებზე ამყოფებენ ამ გაუბედურებულ ხალხს, რაც ადრე თუ გვიან ძვირი დაუჯდებათ.

 P.S. რობი უილიამსმა ზუსტად ის აჩვენა რასაც იმსახურებდნენ ვინც ის საქართველოში ჩამოიყვანა. აეროსმიტი უფრო თამამი ჯგუფია. ვნახოთ, ისინი რაღას აჩვენებენ მასპინძლებს.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი