Home საზოგადოება “ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებას სახელმწიფო დონეზე ცდილობენ”

“ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებას სახელმწიფო დონეზე ცდილობენ”

21 second read
0
14

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი პროკურატურას ფეოდალიზმის დამკვიდრებაში ამხელს:

“ფეოდალიზმი სამეგრელოს პროკურატურაში ! ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურა განლაგებულია ერთ შენობაში, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მდებარეობს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს, რომელთაც სურთ საჩივარი ან განცხადება პირადად შეიტანონ პროკურატურის კანცელარიაში, ეკრძალებათ პროკურატურის შენობაში შესვლა და კანცელარიის მეშვეობით საჩივრის ან განცხადების შეტანა. პროკურატურის შენობის შესასვლელში დგას ორი ჯარისკაცი, რომლის მოვალეობაში, სავარაუდოდ, შედის ადვოკატის მიერ პროკურატურაში შესატანი საჩივრის ან განცხადების წაკითხვა და შემდგომში კანცელარიაში ჩაბარება. სამეგრელოში მოღვაწე ადვოკატების ინფორმაციით, დამამცირებელია ის ფაქტი, რომ მათ ეკრძალებათ პროკურატურის კანცელარიაში შესვლა და საჩივარს ან განცხადებას მხოლოდ შენობის წინ მდგომი ჯარისკაცის მეშვეობით აბარებენ.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურა უხეშად არღვევენ ადვოკატის უფლებებს და ადვოკატს უკრძალავენ განახორციელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი ჩარევის და შეზღუდვის გარეშე. გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, რომელსაც აქვს კანონის ძალა ადგენს :

მუხლი16 : სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე.

მუხლი 10. არც ერთ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც აღიარებულია წარმომადგენლობაზე უფლება, არა აქვს უფლება უარი უთხრას ადვოკატს წარსდგეს სასამართლოს წინაშე თავისი კლიენტის დასაცავად.

21-ე საუკუნეში, ადვოკატს უარი უთხრა ჩააბაროს საჩივარი ან განცხადება პროკურატურის კანცელარიაში, ეს არის ფეოდალიზმის დამკვიდრების მცდელობა. ევროკავშირში შესვლის მსურველი საქართველოს მიერ ფეოდალური მიდგომა ადვოკატებთან მიმართებაში, რომელიც არ ხდება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოში, მიუთითებს იმაზე, რომ  საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებას  სახელმწიფო დონეებიდან ცდილობენ. საქართველო როგორც იქნა გამოვიდა „დემოკრატიის შუქურას“ მმართველობის ხანიდან, რომელმაც ქვეყანა სამართლებრივ ჭაობში შეიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ „ფეოდალიზმის შუქურას“ ხანისკენ მიექანება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *