Home საზოგადოება სამართალი და კრიმინალი ადვოკატთა დასაცავად, პროფკავშირი პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს

ადვოკატთა დასაცავად, პროფკავშირი პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს

20 second read
0
39

გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი:  

_  ქვეყანაში, პოლიციელების მხრიდან როცა ადგილი აქვს ადვოკატის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, უფლებამოსილების გადამეტებას და მისი ჩამდენი დაუსჯელი რჩება,  კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 21 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, თავის 8 თვის ფეხმძიმე მეუღლის თვალწინ. ის გადმოათრიეს მანქანიდან და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ადვოკატმა ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა მიმართა პროკურატურას 26 დეკემბერს და მოითხოვა მოძალადე პოლიციელების დაკვავება, თუმცა პროკურატურამ, იმის ნაცვლად, რომ  მოძალდე პოლიცილები დაეკავებინა, 2 თებერვალს, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის მას ბრალი წაუყენა.

ამგვარი მიდგომა პროკურატურის მხრიდან საზოგადოებაში და პირველ რიგში ადვოკატებში ბადებს კითხვებს, რადგან ეს გახლავთ ადვოკატთა ინსტიტუტის მიზანმიმართული დევნა. ასეთი მიდგომა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არის მიუღებელია და საგანგაშო, რაც საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირში  გაერთიანებული არის ადვოკატთა ასოციაციის წევრთა სოლიდური ნაწილი და ყველას აზრია, რომ მსგავს ძალადობრივ ფაქტებს ადვოკატების მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, უნდას იცავდეს კანონი. პოლიციელისგან კი საზოგადოება უნდა ღებულობდეს კანონმორჩილების მაგალითს. (რა თქმა უნდა, ეს არ ითქმის ყველა პოლიციელზე).

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად გამოიყენებს პროტესტის ყველა მშვიდობიან ფორმას.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In სამართალი და კრიმინალი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *