დღეს, ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატს თბილისის პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას, რომელიც ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. მოქმედი ადვოკატისათვის ბრალის წარდგენა იმ ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს, ექსტრაორდინალური შემთხვევაა და ფრთხილ მიდგომას და მტკიცების მაღალ სტანდარტს საჭიროებს. ამ მხრივ, ჩვენთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ ადვოკატის ბრალდებულად ცნობა ხდება იმ პირობებში, როცა არ მომხდარა მასთან კომუნიკაცია, მისი გამოკითხვა და გამოძიება არ დაინტერესებულა ადვოკატის პოზიციითა და კონტრარგუმენტებით, რასაც შეიძლება სრულად გამოერიცხა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს ადვოკატის ბრალდების ზემოაღნიშნილი საქმე; არ დაუშვას აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რითაც საფრთხე შეექმნება ადვოკატის მიერ თავისი უფლებების თავისუფალ გარემოში ეფექტიანად დაცვას და ამასთან, დააზარალებს ადვოკატის წარმოებაში არსებულ სხვა მიმდინარე საქმეებში კლიენტების, მოქალქეების კანონიერ ინტერესებს.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი