,,პატივცემულო მერობის კანდიდატებო !

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული და შეშფოთებული ვარ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიით, რასაც საქართველოს ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, სახელისუფლებო  კანდიდატის, კახი კალაძის მხარდასაჭერად აწარმოებს. საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა ბევრი არასასიამოვნო მოვლენა, რომელიც არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია. სამოქალაქო საზოგადოების ვალია,  არჩევნების დამთავრების შემდეგ  არ დავუშვათ ქვეყანაში უმართავი პროცესები.

პატივცემულო მერობის კანდიდატებო! საჭიროა ამომრჩევლამდე მიიტანოთ ინფორაცია, ვინ არის კახი კალაძე, რაშიც დაგეხმარებათ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კახი კალაძის სტუმრობა  მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

სააკაშვილის  ხელისუფლების მიერ 7  ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების  დარბევის და ტელეკომპანია „იმედის“  განადგურების  შემდეგ,  კახი კალაძე  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად ინგა გრიგოლიას გადაცემაში  ხოტბას  ასხამს  მიხეილ სააკაშვილს, ხოლო დარბეული ოპოზიციის მიმართ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო, ის სავარაუდოდ სძულს ოპოზიციას, გირგვლიანის საქმეზე აცხადებს, რომ დარწმუნებულია  ყველაფერი იქნება გამოძიებული.

დღეს,  ეს ადამიანი იბრძვის მერობისთვის და ყველა იმ ადამიანს ვინც ახსენებს შავბნელ წარსულს, სთხოვს დაპირებების შესრულებას, ყველას მოიხსენიებს მიშისტებად, მათ შორის მათაც, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება განადგურებით ემუქრებოდა.

პატივცემულო მერობის კანდიდატებო!

ჩემი აზრით, ადამიანი რომელიც მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის იბრძვის, მისი მერობა საშიშია ქვეყნის განვითარებისთვის.

შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ მერობის კანდიდატებს ძალიან უთანასწორო ბრძოლაში გიხდებათ კონკურენციის გაწევა სახელისუფლებო კანდიდატისთვის. კალაძეს სავარაუდოდ გააჩნია დიდი ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ თქვენი მხრიდან კოორდინაციის პირობებში შეიძლება გამარჯვების მიღწევა.

ჩემი აზრით,  შეხვედრებზე ამომრჩეველთან, ყველა მერობის კანდიდატი ვალდებული ხართ კლიპებში აჩვენოთ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ,  კალაძის სტუმრობა ინგა გრიგოლიასთან. რათა ამომრჩეველს აჩვენოთ  კალაძის ნამდვილი სახე. ინგა გრიგოლიასთან კალაძის სტუმრობა და სააკაშვილის მხარდაჭერა კი არ არის პრობელება,  სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კალაძე  არის იქ,  სადაც სავარაუდოდ,  არის ფინანსური სიკეთის მიღება და მსუყე ლუკმა.  ადამიანი არ უნდა გადაიქცეს  ცხოველად, რომელიც მუდმივად ხორცის ნაჭერს მისდევს.  თითოეულ მერობის კანდიდატს გყავთ  ფეისბუქ მეგობრები გააკეთეთ კლიპი კალაძის სტუმრობის შესახებ ინგა გრიგოლიასთან. მოუწოდეთ თქვენს მხარდამჭერებს,  თავის გვერდზე  ყველამ განათავსოს   შექმნილი კლიპი და თბილისში, დაახლოებით  300 000  ფეისბუქ მომხმარებელს  კალაძის  შავბნელი წარსული გაახსენდება.

პატივცემულო მერობის კანდიდატებო!

თქვენი მხრიდან სრული კოორდინაციის პირობებში, ხელისუფლებას არა აქვს არანაირი შანსი მოიგოს მეორე ტური. ერთადერთი შანსი არის გაყალბება რაც  თქვენი მიერ უნდა იქნეს აღკვეთილი, თუ იქნება მიღწეული კონსესუსი არჩევნების ერთიანი ძალით გაკონტროლების თაობაზე.

დღეიდან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავესწრები  ყველა მერობის კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციას, მივიღებ თქვენი სურვილის შემთხვევაში საერთო კონსესუსის მიღწევაში აქტიურ მონაწილეობას,  რათა ქვეყანას თავიდან ავაცილოთ დაპირისპირება, რაც ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას შეიძლება მოჰყვეს.

პატივისცემით,

ზაზა ხატიაშვილი” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

 

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი