Home ახალი დამატებული ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

19 second read
0
13

17 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი უძღვებოდა. ადვოკატებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის მიმდინარე პროექტების, სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ. დიდი ინტერესი გამოიწვია ადვოკატის სკოლის, ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის და ადვოკატის პროფესიის რეგულაციების გაცნობამ. ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციისთვის პრიორიტეტული იქნება ახალგაწევრიანებული ადვოკატების დახმარება და ხელშეწყობა სამომავლო კარიერული წინსვლისთვის.

  შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი – ინგა ნებიერიძე, საერთაშორისო მდივანი, დავით ასათიანი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ირაკლი ყანდაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *