გუშინ,  28 სექტემბერს, ქუთაისში სასტუმროში ,,ბაგრატი“ , საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით მრგვალი მაგიდა (Bench Bar-ი) გაიმართა – დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის. 2017 წელს ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეცხრე ღონისძიება, სადაც სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს: ,, ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის პრობლემატური საკითხები, დაზარალებულის უფლებების დაცვის გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.“

Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აქტუალური და აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს სასამართლოების მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა.

.

შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია, თელავი და მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი