საზოგადოება

ადვოკატებს სამკერდე ნიშანი ექნებათ

2018 წლის 1 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ადვოკატის სამკერდე ნიშნის დიზაინი დაამტკიცა. სამკერდე ნიშნის კონცეფცია სრულად შეესაბამება ადვოკატთა ასოციაციის სიმბოლიკას (ლოგოს), რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა დამტკიცებული ასოციაციის საერთო კრების მიერ.

სამკერდე ნიშნის მთავარი ელემენტი კოლხური ბზის გამოსახულებაა, როგორც გამარჯვების, ძლიერებისა და ერთიანობის სიმბოლო. სამკერდე ნიშანზე, ასევე, მითითებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე და პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა – „ადვოკატი“, როგორც საქართველოს კონსტიტუციის ახალი ტექსტით განმტკიცებული ტერმინი.

კორპორატიული ერთიანობის იდეის ამსახველი სამკერდე ნიშანი ადვოკატებს შეუძლიათ ატარონ როგორც ყოველდღიური საქმიანობისას აგრეთვე, სხვა ოფიციალურ თუ სადღესასწაულო ღონისძიებებზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close