8 ნოემბერს, ადვოკატის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართულ გალა ვახშამზე, ადვოკატებს სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.

სიტყვით მიმართვისას არაერთხელ აღინიშნა იმ მიღწევების თაობაზე, რომელსაც ასოციაციამ საერთაშორისო დონეზე მიაღწია საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობებთან და სხვადასხვა საელჩოებთან დავით ასათიანის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საღამოს ესწრებოდა UNDP-ის წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგია ის უპრეცედენტო სიახლე, რაც ადვოკატებისათვის ელექტრონული და ინოვაციური პორტალის შექმნას უკავშირდება. პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტუშურმა ადვოკატებს მიულოცა დღესასწაული და იმედი გამოთქვა მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ასევე საგულისხმოა, რომ საღამოს ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე, რომელმაც საღამოზე მყოფ ადვოკატებს მიულოცა პროფესიული დღე. სიამაყით აღინიშნა ორი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს შორის არსებული მიღწევები – როგორც ცნობილია, ქართველ ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა უფასო სტაჟირება გაიარონ საფრანგეთში.

ადვოკატებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა, კრისტიან ურსემ, რომელმაც აღნიშნა ის წარმატებული პროექტები, რომელიც ასოციაციამ მათთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა წლების განმავლობაში. ერთობლივ პროექტთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, როგორც რეგიონის უპირობო ლიდერი, ადვოკატთა რეგიონალურ ჰაბს ქმნის. ასევე, ერთობლივი ძალისმევით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ასოციაციის მდგრადი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

პროგრამის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), წარმომადგენელმა, გიორგი ჩხეიძემ სიტყვით მიმართა ადვოკატებს და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაცია უკვე წლების მანძილზე წარმოადგენს მათთვის საიმედო პარტნიორს.

ვახშამს ასევე სტუმრობდა ვლადიმერ შკოლნიკოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელი.

.

.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი