სააპელაციო სასამართლო ხვალ ფოტორეპორტიორების საქმეზე მთავარი პროკურატურის მოთხოვნის განხილვას იწყებს, რომელიც ბრალდებული ფოტორეპორტიორების განაჩენის გადასინჯვას ეხება. ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს სასამართლოს იმედი აქვს.

  ,,ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და უდანაშაულოდ გვცნობს. ჩვენ სააკაშვილის რეჟიმმა საშინელი ბრალდება წაგვიყენა და ადაპტაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავივლით, თუ საბოლოოდ გამართლებულად გამოვცხადდებით”,- აცხადებს აბდალაძე, რომელიც ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. სხდომა სააპელაციო სასამართლოში 20 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება. პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წლის 6 ივნისს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.

ამასთან, როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყებამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა.

წყარო: პირველი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი