კომპანია “აგარის შაქარმა” წარმოება, რომელიც ივნისში განაახლა, ისევ შეაჩერა. წარმოების შეჩერების მიზეზად, კომპანიის დირექტორი ალხან ალიზადე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაძვირებას ასახელებს. ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.

ალიზადე ამბობს, რომ დაფასოებული შაქარი საქართველოში, ძირითადად, ევროპიდან შემოდის, რომელიც იაფი ღირს. ამის გამო კი ბრაზილიიდან შემოტანილი და აგარაში დაფასოებული შაქარი თავისი ფასით ევროპიდან ექსპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.

კომპანიის დირექტორი ასევე ამბობს, რომ “აგარის შაქრის” ღირებულება ლარის კურსის გაუფასურების გამო 5 თეთრით გაიზარდა – დღეს 1 კილოგრამი “აგარის შაქრის” საბითუმო ფასი 1.45 ლარია.

კომპანია „აგარის შაქარმა” წარმოება 2016 წლის ნოემბერში შეაჩერა. მაშინ ალიზადე ქარხნის დახურვის მიზეზად, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას და საერთაშორისო ბირჟებზე შაქარზე მაღალ ფასს ასახელებდა. 6-თვიანი პაუზის შემდეგ “აგარის შაქარმა” წარმოება ივნისში განაახლა. თუმცა კომპანიას წარმოების შეჩერება კვლავ უწევს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი