საზოგადოება

,,აბა ვინმემ უთხრას, სკამიდან ერთი მეტრით გადაიწიეო, რა დღეში ჩავარდება”

,,აბა ვინმემ უთხრას, სკამიდან ერთი მეტრით გადაიწიეო, რა დღეში ჩავარდება და თურმე, 100 მეტრი იქნება თუ ერთი ჰექტარი, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ქონია. ვაი საქართველო, ამათ ხელში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავჯდომარე გედევან ფოფხაძე. ნეტა სადმე უკუპაციის ხაზთან ერთხელ თუ ყოფილა და შუაზე გაყოფილი ეზო-კარმიდამოები უნახავს?” _ აცხადებს ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსი” წერს, რომ ჟურნალისტებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გედევან ფოფხაძემ სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე განაცხადა:

,,მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიის მესამედი ხელყოფილია და ერთი მეტრით გადმოიწევიან თუ 100 მეტრით, ქვეყნის თითქმის მესამედი ოკუპირებულია”. ფოფხაძის აზრით, საქართველოს პრეტენზია რუსეთის მისამართით დაკავშირებული უნდა იყოს მთლიანად ოკუპაციასთან. ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის ანექსიის თაობაზე კომისიის ფარგლებში მომზადდა.

,,ამ საკითხებზე ჩვენი მხრიდან აპელირება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხდება. სამწუხაროდ, უხეშ ძალასთან სხვა ფორმით ურთიერთობა შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი მარტო საქართველოში არ მიდის – მიდის უკრაინაში და რუსეთის დამოკიდებულება არც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ექცევა და არც რაიმე დიპლომატიის სტანდარტებს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი გამოსავლი არის საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა. გარდა ამისა, ანგარიშგასაწევია, რომ რუსეთისთვის ეს არის ერთგვარი მეთოდი არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვისა, არამედ თავისი მხრიდან დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობა – სულ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის დღის წესრიგზე, ვისაუბროთ მცოცავ ანექსიაზე და მის კონკრეტულ ქმედებაზე. საჯარო რეალობა, რაზეც რეალურად უნდა იყოს საუბარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ერთი მეტრით გადმოიწევიან თუ 100-მეტრით, ქვეყნის თითქმის მესამედი აქვთ ოკუპირებული. ასე რომ, ჩვენი პრეტენზია რუსეთთან ნამდვილად ვერ შემოიფარგლება კონკრეტული ნაბიჯებით მისი მხრიდან. ჩვენი პრეტენზია ყოველთვის იქნება დაკავშირებული მთლიანად ოკუპაციასთან და იმასთან, რომ უკანონოდ ახდენს ქვეყნის ანექსიას. მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთის მხრიდან ხელყოფილია ქვეყნის ტერიტორიის მესამედი, სადაც ჩამოყალიბებულია ანკლავები და ირღვევა ადამიანის უფლებები. ძირითადი გზავნილი საერთაშორისო მიმართულებით ეს უნდა იყოს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით არანაირი მონიტორინგის მექანიზმი ამ სივრცეში არ არსებობს და რუსეთმა ფაქტობრივად შექმნა ჩრდილოეთ კორეის მოდელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოფხაძემ.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლომდე უნდა ეძებოს მშვიდობიანი, დიპლომატიური და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული გზები, რათა პროცესი შეწყდეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close