რუსეთს ჩვენთვის არ სცალია! დემონსტრაციების ტალღა, რომელიც უკვე აშკარად ემუქრება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს სიმშვიდეს დღეს კვლავ განახლდა. აქციების მონაწილენი სხვადასხვაგვარი ლოზუნგებით აპროტესტებენ არა მარტო რუსეთში გამეფებულ კორუფციას, არამედ დიმიტრი მედვედევისგან, მის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე ახსნა-განმარტებასაც მოითხოვენ. ასევე უკმაყოფილონი არიან პუტინის მმართველობით.

„Путин 666“ – ეს ტრაფარეტი უკვე დღეს გამოჩნდა მომიტინგეების ხელში. რამდენიმე ქალაქში პოლიციამ აქციის მონაწილეები დააპატიმრა, მომიტინგეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორი, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააპატიმრებულია, რომელიც პოლიციის ავტომობილით გაურკევეველი მიმართულებით წაიყვანეს. ასევე დაკავებულია არასანქცირებული მიტინგის 1000-მდე მონაწილე. ფეისბუქის მომხმარებლებმა კი დღეს გამოთქვეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ცნობები საპროტესტო აქციებზე ვერ მოხვდა იანდექსის მთავარ გვერდზე მიუხედავად მისი აქტუალურობისა და მასზე მომზადებულ უამრავი მასალისა. დამკვირვებლების ცნობით იანდექსის სიახლეებში 14 00 საათიდან 17.00 საათამდე ტოპ-5 სიუჟეტში მიტინგებზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი. პირველი სიუჟეტი კი ანტიკორუფციული ფონდის პრეზიდენტის ნავალნის დაპატიმრება იყო, მაგრამ ამ ინფორმაციამაც ვერ დაიკავა ადგილი Яндекс-ის მთავარ გვერდზე.

იანდექსში კი ასეთი სიუჟეტები ავტომატურად ფორმირდება ერთნაირი სიუჟეტების სიუხვის მიხედვით, ნათქვამია მის თავფურცელზე. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა, მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ არსებული მასალა გაშუქდეს топ-5 ჯგუფში, რაც არ მოხდა ამ შემთხვევაში და სამართლიანადაც გამოითქვა პრეტენზია ამის შესახებ. აქვე ეჭვიც გაჩნდა Яндекс პრეს სამსახურის ადმინისტრაციის მიმართ. რაზედაც ადმინისტრაციამ ასეთი განაცხადი გააკეთა:სიუჟეტი მიტინგებზე დღეს რამდენჯერმე გავიდაТоп-5 ში, სადაც ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. თანაც სერვისის ალგორითმები ვერ აერთიანებენ სიუჟეტებს, რომლებიც განიხილება სხვადასხვა ასპექტში და ხდება ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მართალია, იყო ბევრი სიუჟეტი ამ თემაზე, მაგრამ სხვა სახის ინფორმაციები ავიწროებდნენ მას და ამიტომაც ვერ მოხვდა тор-5. ნავალნის დაპატიმრების სიუჟეტზე კი არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ. ცნობა ნავალნის დაპატიმრების შესახებ კი ერთ სიუჟეტში ჩაეტია 15.40 რომელმაც გააერთიანა 58 მესიჯი და ორჯერ თუ სამჯერ აღემატებოდა იმ სიუჟეტს რომელიც მოხვდა топ 5. სადაც მიუხედავად ნაკლები ინფორმაციისა ლიდერობდა გამოთქმული უკმაყოფილებანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე პაველ კლიმკინზე.რომელიც ამ დროს იკავებდა მთავარ ადგილს Яндекс სიახლეების გვერდზე. დღეს კი ზოგიერთი სიუჟეტი არც კი იძებნება. თუ არ ჩავთვლით მათ მეტეორივით ჩაქროლებას საინფორმაციო გვერდზე. ასეთ ძნელ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც ჩინოვნიკებს ან სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს არ უნდათ რომ ესა თუ ის ინფორმაცია მოხვდეს გამოსაჩენ ადგილზე, Яндекс-ის მთავარ გვერდზე და მიიპყროს ზედმეტი ყურადღება, საჭირო არაა ახალი ამბების სამსახურის საძიებელი ალგორითმების „მტვრევა”. ამ შემთხვევაში არის უფრო ცივილიზირებული გამოსავალი : -აუცილებელია გამოვიყენოთ მისი სუსტი ადგილი, რჩევას აძლევს Яндекс-ის ხელმძღვანელობას რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი მედია სამსახურის წარმომადგენელი. ინფორმაციის ამოგდება ალგორითმიდან შეიძლება იმ პატარ-პატარა საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, რომლებიც ნაკლებად საინტერესო ინფორმაციას სასწრაფო მეთოდით გააპიარებენ. მაგალითად დღეს მთელი მედია საშუალებები აპიარებენ საქალაქო ფესტივალ”Варвись в весну” სიუჟეტს. რაღაც მომენტში ის უკვე მოხვდა “Яндекс Новостей” მთავარ გვერდზე. იმის დამტკიცება კი, რომ ეს განზრახ გაკეთდა, არ შეიძლება ხოლო ეჭვს კი ბადებს. რუსები კი ამ შემთხვევაშიც აქვთ განსაკუთრებული პასუხი “Не пойман не вор”.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები
Загрузка...